საჯარო სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი, მისაბაძი მაგალითი უნდა
იყოს სასკოლო საზოგადოებისთვის - ეს არა მხოლოდ დამკვიდრებული აზრია, არამედ პირდაპირი ჩანაწერია საჯარო
სკოლის დირექტორის სტდანრატის შესახებ არსებულ კანონში, რომელიც 2022 წელს
დამტკიცდა.
რა მოეთხოვება დირექტორს,
როგორც ლიდერს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს მისაბაძ მაგალითს სასკოლო
საზოგადოებისთვის:
საკუთარი პროფესიული და პიროვნული განვითარების გზით წარმოადგენს
მოდელს სასკოლო საზოგადოებისთვის;
უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე,
ღიაობაზე, თანამონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების,
დემოკრატიის პრინციპების გაზიარებას;
აყალიბებს გაზიარებულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სასკოლო კულტურას;
ქმნის და აზიარებს ცოდნას.