საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები
16-11-2024

საჯარო  სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების დეტალები კანონით არის განსაზღვრული. დოკუმენტში არსებობს სავალდებულო პუნქტები, რომლის შეტანაც აუცილებელია.



შრომითი ხელშეკრულებით სავალდებულოა განისაზღვროს:

ა) შრომითი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ნომერი, მისი დადების თარიღი და ადგილი; ბ) ხელშემკვრელი მხარეების ვინაობა და მისამართი; გ) შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები; დ) სამუშაო დრო; ე) სამუშაო ადგილი; ვ) შრომის ანაზღაურების პირობები; ზ) შვებულების მიცემის წესი; თ) მხარეთა პასუხისმგებლობის წესი; ი) შრომითი ხელშეკრულების მოქმედება; კ) შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა; ლ) შრომით ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების რეკვიზიტები; მ) სხვა დამატებითი პირობები, რომელთა გათვალისწინება არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

ამასთან, შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს შრომით ხელშეკრულებაში მითითებული ვადების გამოთვლასთან, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების შეჩერებასთან, მისი პირობების შეცვლასთან, ვადამდე შეწყვეტასთან და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მათ შორის, ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203