ცვლილება 107 საჯარო სკოლის VII-XI კლასის მოსწავლეებს ეხება - დეტალები
08-11-2024

საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, 19 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს მასშტაბით 107 საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსებს ახორციელებს პროგრამა წელს პირველად, განსხვავებული მიდგომით ხორციელდება.

VII-XI კლასის 1800-მდე მოსწავლეს 45 მუნიციპალიტეტიდან, შესაძლებლობა აქვს სკოლებში სპეციალურად მოწყობილ მცირე პროფესიულ ლაბორატორიებში გაიაროს პროფესიული საორიენტაციო კურსი, გაეცნოს, თავად მოსინჯოს და პრაქტიკაში გამოსცადოს ერთდროულად რამდენიმე პროფესიისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი აქტივობა აღნიშნული კურსი მოსწავლეებს ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203