თეა ფუტკარაია ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც პრიორიტეტულია განათლებული და წიგნიერი თაობების აღზრდა - ამ მიზნით, განათლების სადარაჯოზე დგას, მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს და ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ თეა ფუტკარაიასთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- სკოლაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო გარემო, სწავლა-სწავლების პროცესი მორგებული უნდა იყოს თითოეულ მოსწავლეზე.
სასკოლო ცხოვრებაში, როგორც სასწავლო პროცესში ისე, არაფორმალური განათლების მიხედვით, სასკოლო საზოგადოების ჩართულობით იქმნება პოზიტიური გარემო.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, კეთილგანწყობა, ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან მოწესრიგებულები, თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ღებულობენ სხვადასხვა პროექტებში აქტიურ მონაწილეობას, უყვართ ერთმანეთი.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თანამშრომლობით ურთიერთობას, სწორად დელეგირებულ პოზიციებს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- განვითარდე ყოველდღიურად და ინოვაციური აქტივობები შევთავაზოთ მოსწავლეებს.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ქართული და თანამედროვე ლიტერატურა.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- განსაკუთრებით მახარებდა საახალწლო კარნავალი.