„პოზიტიურია სასკოლო გარემო, სადაც მოსწავლეც და მასწავლებელიც თავს „შინ“ გრძნობს“- ინგა ამირეზაშვილი, ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგი
08-11-2024

ინგა ამირეზაშვილი პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც მოსწავლეებს განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს და თითოეულ მათგანს უყრის საფუძველს თავიანთი უნარების რეალიზება და სათანადოდ გამოყენება შეძლონ.

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ინგა ამირეზაშვილთან

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს... 

- ადგილს, სადაც მოსწავლეც და მასწავლებელიც თავს „შინ“ გრძნობს. 

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია... 

- სწავლა-სწავლების ორმხრივი სურვილი. 

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...  

- ისინი განსაკუთრებულები არიან თავისი ბავშვური გულუბრყვილობით და ნდობით გამსჭვალული ურთიერთობით. 

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს... 

- კოლეგიალობას, თანამშრომლობას, თაობათა შორის კავშირს, მშობლების აქტიურ ჩართულობას. 

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა... 

- ყველა თუ არა, ჩატარებული გაკვეთილების უმეტესობა კმაყოფილებს გვტოვებდეს მეც და მოსწავლეებს. 

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...  

- ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“; გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდა“; ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ და „ზებულონი“...

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა... 

- ასეთი ბევრი იყო. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203