„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია პოზიტიური კომუნიკაცია“ - ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ კარგარეთელი
08-11-2024

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგ თამარ კარგარეთელს მოსწავლეებთან განსაკუთრებული და მეგობრული ურთიერთობა აქვს. ბავშვებს რჩევებს ყოველთვის აძლევს და მათ ღირსეულ,  განათლებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.

 etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მასწავლებელი თამარ კარგარეთელი პასუხობს:                 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- პოზიტიური კომუნიკაცია.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- გამოირჩევიან ტექნიკური უნარებით და მაქსიმალურად აქვთ ათვისებული ინტერნეტსივრცე.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- განათლებული და პიროვნულად ჩამოყალიბებული მოსწავლეების აღზრდას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- აღვზარდო განათლებული, სულიერად ამაღლებული და პატრიოტი თაობა.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- საქართველოს ისტორიის ფართოდ გაცნობა, ლევან სანიკიძის „უქარქაშო ხმლები“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- „მან-სან-კანი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203