ჭიათურის N4 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ.
სკოლის 6 მოსწავლეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კუთვნილი პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ მომავალში წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.