თბილისის N118 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში არაერთი ინტელექტუალური და საგანმანათლებლო სახის აქტივობა იმართება.
მათ შორის იყო ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“, სადაც დაწყებით საფეხურზე 15 გუნდი ასპარეზობდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლებიც.
დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა მე-4 კლასის გუნდმა - „საზრიანები“. კლასის დამრიგებელი თამილა ცქიფურიშვილი გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეებს ამ მიღწევას ულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი შიდასასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულებს „ტვინების ბრძოლის“ შემდეგ ეტაპზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: