ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში, ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე მე-9 კლასის მოსწავლეებმა წყვილებში იმუშავეს. ბავშვებმა, გაკვეთილზე, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები „ძაღლი“ კომიქსად აქციეს.
„მათ თავად გამოთქვეს სურვილი ტექსტის გავლის შემდეგ, შეექმნათ ასეთი სახის კომიქსი და წარედგინათ თანაკლასელებისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დავალების შესრულებაში დიდი სიამოვნებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები.
„ვფიქრობ, ბავშვებმა წარმატებულად გაართვეს თავი აქტივობას“, - ამბობს პედაგოგი რუსუდან მელიქიძე.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს.
იხილეთ ფოტოები: