ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფერწერული და გრაფიკული ნახატები, აპლიკაციები და პოსტერები გამოფინეს
13-06-2018
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებელმა მზია კობალაძემ VI კლასში გამოფენა - „ხელოვნება ზეცის მადლია“ მოაწყო. სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტზე მუშაობა ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა.
მოსწავლეებმა სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები - ფერწერული და გრაფიკული ნახატები, აპლიკაციები და პოსტერები გამოფინეს.
აქტივობაში კლასის ყველა მოსწავლე იყო ჩართული. რამდენიმე ნამუშევარი ჯგუფურადაც შეასრულეს.
„ასეთი ტიპის აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას, მოტივაციის ზრადსა და თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები