ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე ალექსანდრე ცხოვრებაძე ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა 
08-11-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას მიღწევებით ხშირად ახარებენ. 

ამჯერად, დიდ წარმატებას პედაგოგ მარიკა ყურაშვილის სადამრიგებლო - II კლასის მოსწავლე ალექსანდრე ცხოვრებაძემ მიაღწია. მან საქართველოს ჩემპიონატზე, 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეებს შორის, პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ალექსანდრეს ამ წარმატებას და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებთ“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203