კერძო სკოლა „ჰელიოსში“ აქტიურად იმართება საინფორმაციო შეხვედრები, რომლებიც სხვადსხვა აქტუალურ თემას ეხმაურება და მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი თვალსაწიერის გაფართოებას.
ამჯერად, VII-VIII-IX კლასელების ჩართულობით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა - „ვარდისფერი ოქტომბერი“.
შეხვედრაზე, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები მკერდის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ისაუბრეს სიმპტომებზე, მკურნალობის მეთოდებზე, ასევე იმსჯელეს მითებსა და რეალობაზე.
საბოლოოდ, მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ რაც უფრო ადრეულ ეტაპზე იქნება დაავადება აღმოჩენილი, მით უფრო კეთილსაიმედოა პროგნოზი!
იხილეთ ფოტოები: