თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, საინტერესო აქტივობები და პროექტები იმართება.
ამჯერად, სკოლის VI, VIII კლასებში, პროექტი - „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ორგანიზაციის ისტორია და მისი ფუნქციები“ ჩატარდა. პროექტს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ქეთევან დავლიანიძე.
ბავშვებმა საინტერესო ინფორმაციები მიიღეს აღნიშნული თემის შესახებ, გაიგეს რა იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაფუძნების მიზეზი, ისაუბრეს მისი მიზნებისა და ფუნქციების შესახებ.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტოები: