ბათუმის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებს აფასებენ და მხარს უჭერენ.
ამჯერად, სკოლა მოსწავლის - დათუნა ჯინჭარაძის სპორტულ წარმატებას გვიზიარებს. მან, 1-ელ, ნოემბერს, ქალაქ ვენაში, ავსტრიის ღია საერთაშორისო ტურნირში, კარატეში გაიმარჯვა და მე-2 ადგილი მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ.
იხილეთ ფოტო: