საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს გამორჩეულ აქტივობებს სთავაზობენ.
მათ შორის, ცოდნის განმტკიცების მიზნით, პედაგოგ თამთა ხარატიშვილის სადამრიგებლო - Xა კლასის მოსწავლეები ყაზბეგში იმყოფებოდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ გერგეთის სამება, დარიალის მონასტერი მოილოცეს და საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოში იმყოფებოდნენ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილის გრანიტის ლოდებში გაცოცხლებული ცნობილი ადამიანების სახეები მოინახულეს.
გასვლითი ღონისძიება ეფექტური აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეებმა მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკით განმტკიცება შეძლეს.
იხილეთ ფოტოები: