საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა ძველი თბილისის კულტურული ძეგლები მოინახულეს
08-11-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთათვის, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი გასვლითი აქტივობა ეწყობა. 

ამჯერადაც, შესწავლილი მასალის განტკიცების მიზნით, გასვლითი პროგრამების ფარგლებში, თეონა მოდებაძის სადამრიგებლო - მე-11 კლასის მოსწავლეები ძველ თბილისში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა შემდეგი მნიშვნელოვანი კულტურული ადგილები მოინახულეს:

  • ბეთლემის 120 საფეხურიანი კიბე-ქუჩა: ამქრების საჩუქარი ქალაქს;
  • ბეთლემის ზედა და ქვედა ეკლესიები. მე-17 საუკუნის სამრეკლო;
  • ათეშგა - ცეცხლთაყვანისმცემლობის უძველესი კერა თბილისში;
  • გომის ქუჩის უნიკალური სახლები, მაქმანებიანი სახლი ფილმიდან „მზე შემოდგომისა";
  • ქალაქის ულამაზესი ხედები. „ფრიდა";
  • პურის მოედანი;
  • თბილისის დიდი სინაგოგა, მისი არქიტექტურა და ისტორია;
  • სიონი;
  • აშკენაზების სინაგოგა;
  • თბილისის კათოლიკური ეკლესია.

გასვლითი ღონისძიება ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის, მათ დედაქალაქის კულტურული ღირშესანისნაობების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეიმეცნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203