„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია გულწრფელობა“- როდერ ცირდავა, მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი
08-11-2024

როდერ ცირდავა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინება და მათ სურვილებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა უმნიშვნელოვანესია. ხელმძღვანელის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი წარმატებული, პასუხისმგებლიანი, ღირსეული და წიგნიერი  მოქალაქე აღიზარდოს ქვეყანას. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ სირექტირ როდერ ცირდავასთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო ნიშნავს...

- სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, ღირებულად, ენდობიან სხვებს, არ ეშინიათ კითხვების დასმის და მზად არიან მიიღონ გამოწვევები.​

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- გულწრფელობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- ისინი თავიანთი დამოკიდებულებით სწავლის მიმართ, მიზანდასახულობით, სასკოლო აქტივობებში დაუზარებლად ჩართულობით ახერხებენ სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.  

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სასკოლო გარემოს შექმნას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- უფრო მეტი წარმატებული მოსწავლე მყავდეს სკოლაში.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- არის „დათა თუთაშხია“. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- იყო „სახალისო მათემატიკა“, ჩემს პროფესიულ არჩევანში დიდი როლი ითამაშა...

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203