ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავს.
გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც „იაკობობა“ ყოფილა. იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მეოთხე კლასის მოსწავლეები, მშობლებთან ერთად, რელიგიის მუზეუმს ეწვივნენ. მათ ადგილზე საინტერესო ვორქშოპი - „და შექმნა ღმერთმა სამყარო“ შესთავაზეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წარმოდგენა გამართეს და იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია მიმოიხილეს. გარდა ამისა, მათ მინიატურული წიგნი - „დედაენა“ ჯგუფურად დაამზადეს.
„მუზეუმს ვასტუმრეთ ,,იაკობი“ , რომელმაც ბავშვები დაარიგა. პედაგოგს, მუზეუმის დირექტორისაგან, პროგრამაში მონაწილეობისათვის სერტიფიკატი გადაეცა“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: