გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ მასშტაბურ ღონისძიებებში.
ამჯერად, სკოლა სიამაყით გვიზიარებს მოსწავლეების წარმატებას, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მუნიციპალურ თამაშებზე.
მოსწავლეებმა თავიანთი უნარები წარმატებით წარმოაჩინეს და ღირსეულად დაიმსახურეს პირველი ადგილი.
სკოლაში ამაყობენ მოსწავლეების წარმატებით და მათ წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავ ძვირფასო ბავშვებო და ვიტია მასწავლებელო“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებსა და პედაგოგს დიდი სიამაყით ულოცავენ.
იხილეთ ვიდეო და ფოტომასალა: