ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში დიდი ქართველი მწერილისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავი საინტერესოდ აღინიშნა. მოსწავლეებმა თემატური კედლის გაზეთი შექმნეს და კვირეული შემაჯამებელი ღონისძიებით დაასრულეს.
მოსწავლეებმა მწერლის შემოქმედებაზე ისაუბრეს და მისი ღვაწლი კიდევ ერთხელ დააფასეს. ღონისძიებაში II-IX-კლასის მოსწავლეები და ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმული შოლავერის დაწყებითი I-IV კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ კვირეულს შემდეგი პედაგოგები ხელმძღვანელობდნენ: მედეა ქაფიანიძე, მაია ჩილაშვილი, ინგა თუმანიშვილი, ნინო წალდაძე, ელზა კაკოშვილი და ნანა ბოჭორიშვილი.
სკოლის დირექტორმა - ნინო ფორჩხიძემ თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს წარმატება უსურვა.
იხილეთ ფოტოები: