ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმულ სოფელ შოლავრის დაწყებით სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
იქ მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
ამჯერად, სკოლის ექთანმა - ეთერ კოსიანმა თემაზე - „პირადი ჰიგიენა“, ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაცია ჩაატარა. მან მოსწავლეებს საკითხის მნიშვნელობა აუხსნა და მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
პრეზენტაციამ დიდი წარმატებით ჩაიარა, რაზეც მოსწავლეთა ჩართულობა ყველაზე კარგად მეტყველებდა.
იხილეთ ფოტოები: