„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ქვეყნის წარმატებას და ბედნიერ მომავალს“ -დაბა სტეფანწმინდის N1 სკოლის დირექტორის მოადგილე ცისია ფირანიშვილი
08-11-2024

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ცისია ფირანიშვილისთვის მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა და კეთილგანწყობა. მოწაფეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. მისი თქმით, ძლიერი სასკოლო საზოგადოება ქვეყნის წარმატების საწინდარია. 

etaoni-ge-ს ბლიც-კითხვებს დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ცისია ფირანიშვილი პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ სასკოლო გარემოს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა და კეთილგანწყობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

მოწყურებულნი არიან სიახლეებს და თავგადასავლებს.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ქვეყნის წარმატებას და ბედნიერ მომავალს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- გავიზარდო ჩემს მოსწავლეებთან ერთად.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- ვიქტორ ჰიუგოს „საბრალონი“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- გასვლითი ღონისძიებები, თეატრი, ლაშქრობები, ექსკურსიები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203