დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
7 ნოემბერს, სკოლაში V-XI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, სახელოვნებო-მუსიკალური ღონისძიება - „ნორჩი მხატვარი“ ჩატარდა. ამ ღონისძიების მიზანი მოზარდების ხელოვნებისადმი ინტერესის წახალისება, მათი შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენა და განვითარების ხელშეწყობა გახლდათ.
სკოლის სააქტო დარბაზში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. სადაც წინასწარ შერჩეულმა კომისიამ, ხმათა უმრავლესობითა და ბიულეტინების დათვლის შედეგად, გამოავლინა სამი გამარჯვებული მხატვარი.
საპრიზო ადგილები შემდეგმა მოსწავლეებმა დაიკავეს:
ყველა მონაწილეს სამახსოვრო სიგელი გადაეცა, ხოლო გამარჯვებულები, სკოლის დირექტორის მხარდაჭერით, სპეციალური ფასიანი საჩუქრებით – სახატავი ტილოებით, საღებავებით, სკეჩმარკერებითა და ფანქრებით დაჯილდოვდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების დამსწრე საზოგადოება მოსწავლეების ნამუშევრების თვალიერებისას აღტაცებას ვერ მალავდა. სკოლის დირექცია გულწრფელ მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ამ დაუვიწყარი ღონისძიებისთვის და წარმატებას უსურვებს მათ შემდგომ საქმიანობაში.
„თითოეული ნამუშევარი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა, რადგან მასში ჩადებული იყო დიდი შრომა, ენერგია და შემოქმედებითი ხედვა. იმ დღეს, სკოლის დარბაზში მართლაც ამაღელვებელი და მხიარული გარემო სუფევდა. მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებელთან ერთად მაყურებელს შესთავაზეს როგორც ხალხური, ისე თანამედროვე მუსიკალური ნომრები, ხოლო IX-XI კლასის გოგონებმა განსაკუთრებული ემოცია შექმნეს საგალობლის შესრულებით.
ღონისძიებამ არა მხოლოდ მოსწავლეების ნიჭი წარმოაჩინა, არამედ განამტკიცა მათი ინტერესი ხელოვნებისადმი, გაამყარეს ერთმანეთთან კავშირი და შემოქმედებითი ურთიერთობა. ეს დღე ყველასთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა და დატოვა სასიამოვნო მოგონებები, რომლებიც დიდხანს გაჰყვება დამსწრე საზოგადოებას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები: