ნაგების საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მედიათეკას ესტუმრნენ
08-11-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეები, ისტ-ის მასწავლებელ მზია ზვიადაურთან ერთად, რუსთავის მედიათეკას ესტუმრნენ.

ადგილზე ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „როგორ გავხდეთ პასუხისმგებლიანი ციფრული მოქალაქე“. შეხვედრაზე ისაუბრეს, რა ტიპის ინფორმაციის გაცვლა არის დასაშვები ციფრული გზით და როგორ ვიყენებთ ტექნოლოგიებს სხვებთან ურთიერთობისათვის. ასევე, განსახილველი საკითხი MS excell არითმეტიკული ფორმულები გახლდათ. 

დასასრულს, მოსწავლეებმა, მშობლებთან ერთად, რუსთავის პარკში გაისეირნეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დღე სასიამოვნოდ გაატარეს. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203