ცამალა მუსელიანი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლიც მოსწავლეებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად, თავისუფალ აზროვნებას და არგუმენტირებულ მსჯელობას ასწავლოს და ახალგაზრდებს უნარების რეალიზებაში ეხმარება.
იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ცამალა მუსელიანთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ურთიერთპატივისცემაზე აგებულ გარემოს, მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს შორის თანამშრომლობას. გარემოს სადაც მოსწავლე ბედნიერია.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, მასწავლებელს მოსწავლე უნდა ენდობოდეს.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- რადგან მათ შეუძლიათ თავისუფალი, არგუმენტირებული მსჯელობა.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- გუნდურობას, ურთიერთთანამშრომლობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ვიყო სიახლეებზე ორიენტირებული.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ინდივიდუალურია, მაგრამ ყველას ვურჩევდი წაიკითხონ გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება.