საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის XI კლასის მოსწავლეები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრობდნენ
08-11-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა საგანმანათლებლო თავგადასავალი საინტერესო ღონისძიებებითა თუ აქტივობებით გრძელდება. 

ახლახან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მარინა ტოხიშვილის ინიციატივით, XI კლასის მოსწავლეები ეწვივნენ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.  

მე-11 კლასელებმა დაათვალიერეს ხელნაწერები, მონაწილეობა მიიღეს ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამაში და ააწყეს თავსატეხი ვახუშტი ბაგრატიონის ევროპის რუკის მიხედვით.

ვიზიტის მიზანი იყო: მოსწავლეებისთვის ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება, ხელნაწერთა მნიშვნელობის გააზრება და პრაქტიკული დავალების შესრულების გზით მიღებული ცოდნის გამოყენება.

შთამბეჭდავი იყო აქტივობები - მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერები, გაეცნენ მათი შექმნის ისტორიას, მნიშვნელობასა და შენახვის მეთოდებს.

მოსწავლეებს დაევალათ ვახუშტი ბაგრატიონის ევროპის რუკის მიხედვით თავსატეხის აწყობა. ამ აქტივობამ მათ საშუალება მისცა, უფრო ახლოს გაცნობოდნენ  ქართველი კარტოგრაფის შემოქმედებასა და გაეანალიზებინათ წარსული  დროის  უაღრესად ზუსტი რუკა.

პედაგოგ მარინა ტოხიშვილის თქმით, მოსწავლეებმა მიიღეს საჭირო ინფორმაცია, ქართული ხელნაწერების მნიშვნელობის შესახებ, ისტორიასა და კულტურაში. 

გაეცნენ ხელნაწერთა შექმნის პროცესსა და მათი შენახვის მეთოდებს; ვახუშტი ბაგრატიონის ევროპის რუკისა და მის მნიშვნელობას კარტოგრაფიის ისტორიაში;

„მსგავსი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს  განუვითარებს კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის,  პრობლემის გადაჭრის უნარებს.გაუღრმავდებათ ინტერესი ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; ისტორიისა და გეოგრაფიისადმი“,- დასძენს პედაგოგი. 

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვიზიტი წარმატებული იყო. მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო და სასარგებლო ცოდნა, გაიღრმავეს ქართული კულტურისადმი ინტერესი და განივითარეს მნიშვნელოვანი უნარები.

სასწავლო-შემეცნებითია შემდგომი გეგმები: კლასში განხილული იქნება ვიზიტის შთაბეჭდილებები და მიღებული ცოდნა. მოსწავლეებს დაევალებათ მცირე პროექტების შექმნა, რომლებიც დაკავშირებული იქნება ხელნაწერებთან ან ვახუშტი ბაგრატიონის რუკასთან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203