დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემები, სხვადასხვა საინტერესო აქტივობის დახმარებით, ეფექტურად შეისწავლონ.
ამჯერად, მასწავლებელ დარეჯან გაზდელიანის ხელმძღვანელობით, მორიგი აქტივობა IX კლასში ჩატარდა.
მოსწავლეებმა საგან ბიოლოგიაში თემები - ენდოკრინული სისტემა, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და ჰორმონები- შეისწავლეს. შემდეგ კი, თემატური სასწავლო მოდელები დაამზადეს.
მათ მუშაობისას ჰაეროვანი პლასტელინი, წებო, კარდონი და მარკერები გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილზე ის მიზანი, რასაც მოდელირებით სწავლება გულისხმობს, მიიღწა.
იხილეთ ფოტოები: