თბილისის N166 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა - ლია ჩაჩუამ კიდევ ერთი სოციო-ემიციური სწავლის ხელშემწყობი აქტივობა ჩაატარა მე-3ბ კლასში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგი, ჯერ მოსწავლეებს ესაუბრა მადლიერების შესახებ და როცა მათ გააცნობიერეს მადლიერების არსი, გაანალიზეს საკლასო ოთახში გატარებული ყოველი დღე, დაფიქრდნენ, ვისგან იგრძნეს მხარდაჭერა, დადებითი დამოკიდებულება, მოაწყეს მადლიერების დღე.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის - თინათინ სურგულაძის დახმარებით დამზადებულ „მადლიერების ყუთში“ ჩაყარეს ფურცლები კომენტარებით, ვის მიმართ გრძნობენ მადლიერებას და რატომ.
სკოლაში იაზრებენ, რომ ასეთი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი კომპეტენციების განვითარებას, როგორიცაა თვითშემეცნება, პატივისცემა, ემპათია, მადლიერება, პროსოციალური კომპეტენცია, კრიტიკული აზროვნება.
იხილეთ ვიდეო: