ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის პედაგოგი ცოტნე გვაჯაია საერთაშორისო სემინარში მონაწილეობდა
08-11-2024

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. ისინი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და საგანმანათლებლო აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

მათ შორისაა სკოლის პედაგოგი ცოტნე გვაჯაია. ის, ესტონეთში გამართულ eTwinning-ის სემინარში „საკლასო ოთახიდან საზოგადოებამდე: მასწავლებელთა აღჭურვა მოქალაქეობრივი განათლებისთვის“ მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ სემინარში, საქართველოდან 3 მასწავლებელი იყო ჩართული (სემინარს ესწრებოდა ევროპის 44 ქვეყნიდან 100 მასწავლებელი), ის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

სემინარი ემსახურებოდა მოქალაქეობრივი როლისა და მნიშვნელობის გააზრებას,  ევროპულ ღირებულებებზე ცნობიერების ამაღლებასა და მათ დანერგვას სწავლა- სწავლების პროცესში.

აღნიშნული სემინარი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და დატვირთული იყო პრაქტიკული ვორკშოფებით.

როგორც გვიყვებიან, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საპროექტო იდეები, ერთობლივად შეემუშავებინათ გეგმა და დაესახათ პროექტის განხორციელების გზები.

„პირისპირ კომუნიკაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს თანამშრომლობით და მულტიკულტურული სასწავლო გარემოს შექმნაში. პროექტების ერთობლივად დაგეგმვა და აზრთა გაზიარება ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა  და პროექტის წარმატებით განხორციელებას, რაც თავისთავად გულისხმობს მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას და დაინტერესებას სასწავლო პროექტების მიმართ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203