ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება ეწყობა.
ამჯერად, იქ ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. მასში III-XI კლასის მოსწავლეებისგან შემდგარი შემდეგი ათი გუნდი მონაწილეობდა: „შეუპოვრები“, „განთიადი“, „დიდგორი“, „კოსმონავტები“, „დედამიწელები“, „ლომები“, „გენიოსები“, „უსაშველოები“, „ფენიქსი“ და „ვიკინგები“.
დაძაბული ასპარეზობის შედეგად, ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა.
პირველი საფეხურზე I ადგილი - „შეუპოვრებმა“, II ადგილი - „ლომებმა“, III ადგილი - „განთიადმა“ დაიკავა.
მეორე საფეხურზე I ადგილი - „გენიოსებმა“, II ადგილზე კი ,,კოსმონავტები", „დიდგორი" და „უსაშველოები" გავიდნენ.
მესამე საფეხურზე საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად განაწილდა - I ადგილი - „ფენიქსი", ხოლო II ადგილი -,,ვიკინგები".
ღონისძიებას ისტ-ის პედაგოგი ლია გიგოლაშვილი ხელმძღვანელობდა. სკოლის დირექცია ღონისძიებაში ჩართულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მადლობას უხდის და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: