ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში მასწავლებლების ღვაწლსა და ამაგს მეტად აფასებენ.
ამის დასტურია ისიც, რომ მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში თემატური ღონისძიება გაიმართა. მასში მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 კლასების მოსწავლეები უდიდესი პასუხისმგებლობითა და სიხარულით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ვიდეორგოლით გაიხსნა, სადაც მოსწავლეებმა მასწავლებლებს სიურპრიზი მოუწყვეს და პატარა სტრიქონები აჩუქეს. შემდეგ კი, მათ იმღერეს, იცეკვეს და სიტყვა წარმოთქვეს.
გარდა ამისა, ესეების კონკურსი - „ჩემი მასწავლებელი“ გაიმართა. მის ფარგლებში, პირველი ადგილი ვიოლეტა ირიციანმა, მეორე ადგილი - ჟენია ჰამბარიანმა, ხოლო მესამე ადგილი - ანუშიკ დალოღლანიანმა დაიკავა. ასევე, ანი კაროიანმა გრანპრი და დიპლომი თემის თავისებური განმარტებისთვის მიიღო.
ღონისძიების ორგანიზატორი ანაიტ კაროიანი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: