ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის 5 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცა
08-11-2024

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

სკოლის მოსწავლეებს - ნიკა სალიას, ლინდა კვარაცხელიას, მარიამ შანავას, გიგი მაისურაძეს, კესო სამუშიას, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კომპიუტერები გადაეცათ.

მოსწავლეების დაჯილდოებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი, მოადგილე დავით კუხალეიშვილი, მერიის განათლების, ძეგლთა  დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.

პროგრამას - „ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203