ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი.
იქ მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე სკოლის გუნდი ზრუნავს. ადგილზე ახლაც სასიამოვნო სიახლეა - სკოლაში სამედიცინო კაბინეტმა დაიწყო ფუნქციონირება. ექთნის ვაკანსიაზე თამილა ბოლქვაძე შეირჩა და დასაქმდა.
აღსანიშნავია, რომ კაბინეტი ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარითაა აღჭურვილი. სკოლაში სამედიცინო კაბინეტის გახსნა მეტად ახარებთ და ექთანს წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: