ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
08-11-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მე-10 კლასის მოსწავლეებს - ლიზი შარაშიძესა და ლიზი დიასამიძეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება. 

„ჭალის საჯარო სკოლა ულოცავს ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს - ლიზი შარაშიძეს და ლიზი დიასამიძეს დამსახურებული ჯილდოს მიღეაბს. უსურვებს შენდეგ საფეხურზე უამრავ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203