თბილისის N166 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
19 და 20 ოქტომბერს, სკოლის მე-X კლასის მოსწავლეები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ორდღიან შეხვედრას დაესწრნენ.
პირველი დღე დაეთმო ბრიტანული მოდელის დებატების გაცნობას, ხოლო მეორე დღე უშუალოდ დებატებს.
მოსწავლეებმა მიიღეს დიდი გამოცდილება, რის საფუძველზეც გაუჩნდათ სურვილი სკოლაში არსებული „დებატების კლუბის“ ბაზაზე გააგრძელონ აღნიშნული მოდელით მუშაობა და მიღებული გამოცდილება სხვა მოსწავლეებსაც გაუზიარონ.
იხილეთ ფოტოები: