ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან.
ახლახან, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის მოთხრობა- „ხაზარულა“ შეისწავლეს. მათ ტექსტის გაგება-გააზრების შემდეგ, ნაწარმოების პერსონაჟების როლები მოირგეს და მინისპექტაკლი დადგეს.
მეექვსეკლასელებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვეს და იხალისეს.
„მსგავსი აქტივობა საინტერესოსა და სახალისოს ქმნის სწავლების პროცესს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: