თბილისის N166 სკოლაში, სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა თანამშრომლობით, „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ტარდება
12-11-2024

თბილისის N166 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტერნეტსივრცეში ქცევის წესებსა და ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევას სწავლობენ. 

სკოლის სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა (მაია კაკაურიძე, ლალი ტურიაშვილი, მერი წიქვაძე, ნანა რუხაია, მარინე კაპანაძე ) ურთიერთთანამშრომლობით დაიწყეს პროექტის - „მედიაწიგნიერების გაკვეთილების“ განხორციელება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი ჩაშენებულია საგაკვეთილო პროცესში და მისი მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ მედიაწიგნიერების უნარები, რაც ამდიდრებს თვითმართული სწავლის შესაძლებლობებს, აღრმავებს კონკრეტული საკითხების ცოდნას, ასევე, ზრდის მოტივაციას.

ერთ-ერთი გაკვეთილი პროექტის ფარგლებში დაგეგმა და ჩაატარა ინგლისური ენის წამყვანმა მასწავლებელმა - ნანა რუხაიამ.

მოსწავლეების გარკვეულმა ჯგუფმა გადაიღო ვიდეო-დიალოგები, სადაც გააზრებული შეცდომები იქნა დაშვებული. (ვიდეოს ტიტრების სახით გასდევდა სიტყვა  „რეპროდუქცია“). 

მე-7დ კლასის მოსწავლეებმა უყურეს ვიდეოს და დაევალათ, ამოეცნოთ მეტყველებისას დაშვებული შეცდომები (ლექსიკური, გრამატიკული და ინტონაციური) და წარმოედგინათ ისინი პოსტერების სახით, შეესწორებინათ და დაესაბუთებინათ ხარვეზის ხასიათი და შემდეგ ემსჯელათ.

„ასეთი სახის მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება, მოსწავლეებს ეხმარება სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი, უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, პრეზენტაციისა და თანამშრომლობითი უნარები“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203