საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რაც დირექციისა და პროფესიონალ პედაგოგთა შრომის შედეგია.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ერთვებიან. მათ შორის, მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა სასკოლო საზოგადოებას საკონკურსო პროექტი - „აღიდგინე დაკარგული ისტორია“ წარუდგინეს, რომელიც „ეს ქვეყანა შენიას“ მიერ იყო გამოცხადებული.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა ქვეყნის განვითარების საქმეში პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამსახურება გაიაზრონ.
პროექტი საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის იყო და შეხევედრის ბოლოს ჩატარებულმა ვიქტორინამ მიღებული ინფორმაცია ერთგვარად შეაჯამა.
იხილეთ ფოტოები: