8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი თბილისის N166 საჯარო სკოლაში არაერთი აქტივობით აღინიშნა.
გაიმართა ილიას კვირეული. თემატური დღეები კი მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა.
VII 2 კლასის მოსწავლეებმა კი ერის მამას წერილები მომავლიდან მისწერეს.
ბავშვებმა წერილებში ილიას შემოქმედებას ხოტბა შეასხეს, აღნიშნეს მისი როლი ქართული ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერების ფორმირებაში.
აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მეტად სახალისო და თავშსაქცევი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები: