ფლევის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ხარაზიშვილი საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერით დასაჩუქრდა 
08-11-2024

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ხარაზიშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და ელენე ხარაზიშვილს უსურვებენ ასეთივე წარმატებით გააგრძელოს სწავლა. 

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს - ელენე ხარაზიშვილს ამ დიდ წარმატებას, იგი დამსახურებულად დაჯილდოვდა და გადაეცა კომპიუტერი. ვუსურვებთ ცხოვრებაში კიდევ ბევრ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203