თბილისის N166 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე ნიჭისა და უნარების წარმოჩენა -განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია, მე- 2 ა კლასის მოსწავლეთა შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს, სიმღერებითა და ლექსებით შეასხეს ხოტბა და წარმოადგინეს თუ რაოდენ უხვი და მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში.
მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას სამაგალითოდ გაართვეს თავი და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: