საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, გიმნაზიის XI კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი თემით: „საღმრთო ლიტურგიის (წირვა) განმარტება“.
მოსწავლეებმა მოამზადეს საღმრთო ლიტურგიის სამივე ნაწილი: 1.კვეთა (პროსკომიდია) 2.კათაკმეველთა ლიტურგია; 3.მართალთა ლიტურგია.
ამასთანავე განიხილეს თითოეული ნაწილის სიმბოლური მნიშვნელობა.
როგორც გიმნაზიაში გვეუბნებიან, საღმრთო ლიტურგიის თანმიმდევრობისა და მასში აღსრულებული ქმედებების საფუძვლიანი ცოდნა აუცილებელია ყველა მორწმუნისთვის, რათა უკეთ ჩაერთონ ღვთისმსახურებაში და გააცნობიერონ მისი ღრმა მნიშვნელობა.
პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ, XI-XII კლასის დამრიგებელი და საღმრთო რჯულის მასწავლებელი - მირზა ჩხოლარია.
იხილეთ ფოტოები: