ნატო ჯიშკარიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც თავის პროფესიას ერთგულად ემსახურება და მთელი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, რასაც განათლებული თაობების აღზრდა ჰქვია, მისთვის მთავარი მოტივაციაა მოსწავლეების აქტიურობა და ეფექტურად ჩატარებული გაკვეთილები, რომელსაც თავს საუკეთესოდ ართმევს და ბავშვებს, შემეცნებით, საინტერესო და სახალისო ინიციატივებს სთავაზობს.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ნატო ჯიშკარიანთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- სითბო, სიყვარული და კეთილგანწყობა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ქმნის პოზიტიურ სასკოლო გარემოს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ჰარმონია და სანდოობა. მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მას პატივს სცემენ, უსმენენ და იღებენ ისეთს როგორიც არის...
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ჩემი მოსწავლეები არიან თბილები, მეგობრულები და კარგი მსმენელები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ურთიერთპატივისცემა და ერთსულოვნება ძლიერი სკოლის საწინდარია.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები საინტერესოა ყველა თაობის მოსწავლეებისთვის.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო ღონისძიება.