გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები კი, სხვადასხვა ღონისძიებაში მონდომებით მონაწილეობენ.
მათ შორის, ისინი კოდის წერის მსოფლიო კამპანიის - HOUR OF CODE 2024-ის ვიზუალური პროგრამირების სასკოლო ოლიმპიადაში ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და მონდომებით მუშაობენ.
ღონისძიების მიზანი სკოლის მოსწავლეებში კოდინგის პუპულარიზაცია და მეტი დაინტერესებაა.
„დიდი მადლობა RoCo Academy-სა და ბატონ დავით ნოზაძეს. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს“,- წერს ტექნოლოგიების მასწავლებელი მარიამ ტაბლიაშვილი.