თეთრიწყაროს N1სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ჩაატარეს გრანდიოზული საშემოდგომო ღონისძიება სახელწოდებით „ოქროსფერი შემოდგომა“.
ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ ქალაქ თეთრიწყაროს N1 და N2 საბავშვო ბაღის გამოსაშვები ჯგუფის აღსაზრდელები, მათი აღმზრდელები და მშობლები.
დაწყებითი საფეხურის კლასების სასწავლო გარემო გაფორმებული იყო თემატური გამოფენებით, წარმოდგენილი იყო შემოდგომის ნობათი. ღონისძიება არ იყო მოქცეული მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში. მასში აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე მოწვეული სტუმრები.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ღონისძიებაზე დუღდა თათარა, ბავშვები საკუთარი ხელით ავლებდნენ ჩურჩხელებს და აგემოვნებდნენ. თითოეულ კლასს მომზადებული ჰქონდა მცირე საკონცერტო პროგრამა, სხვადასხვა სახალისო აქტოვობები:
''ღონისძიების დამაგვირგვინებელი აკორდი გაიმართა სკოლის სააქტო დარბაზში, სადაც ყველა მონაწილემ და სტუმარმა მოიყარა თავი, სადაც ასევე მოწყობილი იყო, V-VI კლასების მიერ ორგანიზებული, დიდი საშემოდგომო გამოფენა. აქტივობაში ჩართულნი იყვნენ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მშობლები და აღმზრდელებიც. ზეიმი დააგვირგვინა ერთობლივმა სახალისო-საბავშვო სიმღერებმა.'' - დასძენს სკოლის დირექცია.