საძელის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას წიგნების ნაწილი საჩუქრად გადაეცა
14-06-2018
საძელის საჯარო სკოლას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე გრიგალაშვილი და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბარაძე ესტუმრნენ.
მათ სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები ჩამოუტანეს. ასევე, საპატიო სტუმრები სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
აღნიშნულის ფარგლებში გიორგი კეკელიძეს საძელის სკოლისგან მადლობის სიგელი გადაეცა.