ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ასეთი საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა სკოლის პირველ კლასში, სადაც დამრიგებლის, ეკატერინე აბდუშელიშვილის, ხელმძღვანელობით „ანბანის შებრძანება“ საზეიმოდ აღინიშნა.
„ისინი ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში სამოგზაუროდ მოემზადნენ. ფერადი პეპლებივით შემოფრინდნენ ანბანის ფრთახატულა ასოები საკლასო ოთახში და გაკვეთილი ნამდვილ დღესასწაულად აქციეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ პედაგოგის შეთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობები დიდი მონდომებითა და ინტერესით შეასრულეს.
დღემ მათთვის საინტერესოდ, სახალისოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: