მარნეულის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა „ანბანეთის“ კარი საზეიმოდ შეაღეს 
08-11-2024

მარნეულის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, I კლასის პატარებმა იაკობ გოგებაშვილის ჯადოსნურ  სამყაროში დიდი სიხარულით შეაბიჯეს. 

მათ დამრიგებელმა ნინო ნაცვლიშვილმა თემატური აქტივობები შესთავაზა, პირველი ასო-ბგერები გააცნო და დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია. პატარების განწყობა საზეიმოდ მორთულმა გარემომ კიდევ უფრო აამაღლა. 

„გზად ია-ვარდი დაჰფინეთ ანბანი მობრძანდებაო. ანბანის სამყარო განსაკუთრებულად  ემოციური და შთამბეჭდავი გახდა სხვადასხვა აქტივობით“,- წერს კლასის დამრიგებელი ნინო  ნაცვლიშვილი. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203