მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეების - მარიამ გახარიასა და მაქი გახარიას ბრწყინვალე წარმატება ესსეების კონკურსში 
08-11-2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი, ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა მიღწევებითაც სასკოლო საზოგადოება ხშირად ამაყობს. 

ამჯერად, სკოლას სიხარულის საფუძველი XII კლასის მოსწავლე მარიამ გახარიამ და X კლასის მოსწავლე მაქი გახარიამ მისცეს. 

ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა შორის ლიდა ნაჭყებიას სახელობის შემოქმედებითი წერის მორიგი კონკურსი - „ვწერ თავისუფალ თემას“ გამოაცხადა. მის მიმდინარეობაში მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. 

შედეგად, მარიამ გახარიამ პირველი, ხოლო მაქი გახარიამ მესამე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულებმა სიმბოლური საჩუქრები, სიგელები და ფულადი ჯილდო დაიმსახურეს.

„მადლობას ვუხდით მასპინძელ სკოლასა და კონკურსის სპონსორებს, ჩვენს მოსწავლეებს კი შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ“,- ამბობენ მუხურის თემის საჯარო სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203