ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
სომხური ენის მასწავლებელმა, სედა მანასიანმა, ბავშვებს საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი შესთავაზა, რომელშიც ისინი დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
„ვეცადე ყოფილიყო საზეიმო განწყობა, მრავალფეროვანი სახალისო აქტივობები და პოზიტიური გარემო, რათა ეს გაკვეთილი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ყოფილიყო ბავშვებისთვის“, - ამბობს დილისკის N1 საჯარო სკოლის I კლასის დამრიგებელი, სომხური ენის მასწავლებელი, სედა მანასიანი.
ღონისძიება „ანბანის შებრძანება“ სახალისო და პოზიტიურ გარემოში წარიმართა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, გამოცანები და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„გაკვეთილზე გამოყენებული იყო საინფორმაციო ტექნოლოგიები. ასევე, სიმღერები და ცეკვები კიდევ უფრო ალამაზებდა ღონისძიებას“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: